Zhordania Clinic — Georgia

Fertility Clinic
T'bilisi, Tbilisi

Contact Information

Clinic Name
Zhordania Clinic — Georgia
Location
Konstantine Chachava St
T'bilisi, Tbilisi
Georgia

Clinic Details

Languages spoken
English other
Hours of Operation
Monday to Friday: 09.00 am — 06.00 pm

Additional Service Areas

Zhordania Clinic — Georgia


ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებული პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ 1958 წელს), რომელმაც რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.


არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღეისათვის იგი საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.
კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

მიმართულებები :
მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია – ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ბავშვთა გინეკოლოგია, გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულყოფილი ლაბორატორიული გამოკვლევები, გენეტიკური კვლევები.

აქ დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.

ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონორის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანის და ეფექტური მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე.